ფრანკ კესიეს მინიმუმ 6 კვირა გაუცდება - As
უიღბლო ფეხბურთელი გამოდგა ფრანკ კესიე. გუშინ ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც კოტ-დ'ივუარელი "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ, თავი კარგადაც წარმოაჩინა, მაგრამ ტრავმა მიიღო.
"პლზენთან" გამართული შეხვედრის (2-4) შემდეგ ჩავიმ განაცხადა, რომ კესიეს ტრავმასთან დაკავშირებით კლუბში ცუდი მოლოდინები აქვთ. მოგვიანებით As-ის ჟურნალისტმა, ხავი მიგელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარია ფეხის ბიცეფსის კუნთის გაწყვეტაზე, რაც მინიმუმ 6 კვირით უქმობას ნიშნავს. თუმცა საბოლოოდ დასკვნა დღეს ჩასატარებელ სამედიცინო შემოწმებამდე არ გვეცოდინება.
ფრანკ კესიე მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობს, რის გამოც მოსალოდნელი იყო, რომ ის მუნდიალამდე გასამართ "ბარსას" ბოლო ორ მატჩში მეტ სათამაშო დროს მიიღებდა, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ეს ვეღარ მოხდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]