პიკეს წასვლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ლაპორტას ჰქონდა
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჟერარ პიკეს მიერ კარიერის დასრულების შესახებ კლუბის ხელმძღვანელობამ არაფერი იცოდა. თუ ავტორიტეტულ Relevo-ს დავუჯერებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეა... მხოლოდ ნაწილობრივ. "ბარსელონას" პრეზიდენტს პიკეს წასვლის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
Relevo-ს ცნობით პიკე და ლაპორტა ერთმანეთს 27 ოქტომბრის ღამეს შეხვდნენ. საუბრის დროს ჟერარმა პრეზიდენტს უთხრა, რომ კარიერის დასრულებას აპირებდა. ლაპორტამ მას პირობა მისცა, რომ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავდა. შეხვედრის ბოლოს ჟერარი და ჟოანი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ის, რაც ლაპორტამ არ იცოდა, იყო ვიდეომიმართვა და მისი გამოქვეყნების დრო. კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დრო პიკემ თავად შეარჩია და პრეზიდენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ეს ინფორმაცია საპირისპიროა გუშინ გავრცელებული იმ ცნობებისა, რომლებიც ამტკიცებს, რომ პიკე ლაპორტაზე ნაწყენია და კარიერის დასრულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]