ჩავი ერნანდესი ალმერიასთან მატჩის წინ
- თამაშის დრო: შაბათი, 5 ნოემბერი, 23:55
ჩავი ერნანდესი "ალმერიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავს:
ვეცდებით, მოვიგოთ და "რეალ მადრიდზე" ზეწოლა გავაგრძელოთ. ამასთან, პიკეს განცხადების გამო, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია - მას მთელი სიყვარულით ვემშვიდობებით.
არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ჟერარის გადაწყვეტილება მესმის - მსგავს სიტუაციაში მეც ვიყავი. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. პიკეს "ბარსას" ქომაგები კლუბის ლეგენდად აღიარებენ.
სეზონის წინ პიკესთან საუბარი მქონდა - მასთან ლაპარაკი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი მომენტი იყო, მაგრამ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო ენა გამოვნახეთ.
იქნება თუ არა ჟერარი სასტარტო შემადგენლობაში? ამას ხვალ ვნახავთ.
მირჩევნია, პიკეს სიძლიერეზე, კონკურენტუნარიანობაზე, გამარჯვებულის მენტალიტეტსა და ინტელექტზე ვისაუბრო. ის ძალიან თავდადებული, ერთგული და დიდებული ლიდერია.
ჟერარი შესანიშნავ გაცილებას იმსახურებს. იღბლიანი ვარ, რომ მისი თანაგუნდელი ვიყავი.
მსგავსი რამ, შესაძლოა, თავს ყველა ჩვენგანს გადახდეს. როცა იცი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი აღარ ხარ, სიტუაციის მართვა რთულია. როგორც მწვრთნელს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ვგრძნობდი, რომ პიკეს წინ სხვებს უნდა ეთამაშათ.
2011 წლის გუნდიდან მხოლოდ ბუსკეტსი დარჩა? ცხოვრება ასეთია, ახალი თაობა მოდის. ნოსტალგია მაწვება.
მსოფლიო ჩემპიონატი? არგენტინასა და ბრაზილიას ტაქტიკურად უფრო მომზადებულ გუნდებად ვხედავ, ვიდრე ევროპულ ნაკრებებს. მუნდიალზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არგენტინისა და ბრაზილიის გარდა, კიდევ ბევრი ძლიერი გუნდია - საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და ა.შ. მაგრამ, ვფიქრობ, ზემოხსენებული ორი ნაკრები უფრო ძლიერია.
პიკეს გამო ხვალ მოგების კიდევ უფრო მეტი სტიმული გვექნება - ის საუკეთესო გზით უნდა გავაცილოთ. ჟერარის გასამხნევებლად ფანები მოვლენ, სიყვარულს აჩვენებენ და მისცემენ იმას, რასაც მისი დიდებული კარიერა იმსახურებს.
გუნდში მწვრთნელად მოსვლის შემდეგაც, ყოფილ თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.
"ბარსა ატლეტიკის" მცველების გამოყენებაზე ვფიქრობთ. გუნდში განსხვავებული ტიპის უკანახაზელები არიან და შეუძლიათ, მატჩების მოგებაში დიდი როლი ითამაშონ.
პიკე მამაცი და დიდებული თანაგუნდელია. ის "ბარსას" შესანიშნავად კაპიტნობდა. ჟერარს კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს და შეეძლო, არ წასულიყო, მაგრამ ასე არ გააკეთა და ეს ჟესტი აჩვენებს, თუ რამდენად დიდი ადამიანია იგი.
ჯერის ბოლო მატჩში პამპლონაში, "ოსასუნას" წინააღმდეგ შედგება.
პიკე წასვლის გამო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩვენი პრიორიტეტი ცენტრალური მცველის შეძენა იქნება.
პიკე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]