ქალთა ფეხბურთი: მორიგი გასეირნება ელ კლასიკოში

ქალთა ფეხბურთი: მორიგი გასეირნება ელ კლასიკოში

"ბარსელონას" ქალთა გუნდმა მორიგი "ელ კლასიკო" მოიგო და ამჯერადაც მარტივად. შეიძლება ითქვას, მოსალოდნელზე მარტივადაც კი.

"ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" თამაშს დიდი დანაკლისით შეხვდა. სხვა 6 ფეხბურთელთან ერთად კატალონიელებს ოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალექსია პუტელიასი და არაოფიციალურად მეორე საუკეთესო ფეხბურთელი კაროლინ ჰანსენი არ ჰყავდათ. გასულ სეზონში "ბარსამ" მადრიდელებთან ორ მატჩში ცოტათი იწვალა, მას შემდეგ კი "ბლანკოსი" გაძლიერდა და ევროპული დონის გუნდად იქცა. იყო მოლოდინი, რომ დღეს "ბლაუგრანას" ცალი ფეხით მოგება გაუჭირდებოდა, მაგრამ არ გასჭირვებია,

ხონათან ხირალდესის გუნდი დიდ უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა და კითხვის ნიშნები არასდროს დაუტოვებია, ანგარიშის გახსნა მე-4 წუთზე მოახერხა, საბოლოოდ კი 4-0 იმარჯვა. თუმცა ჩვენი გოგონები მადრიდში 4-0 მოგებით ნამდვილად ვერ გაგვაკვირვებენ.

8 ტურის შემდეგ 8 მოგებით "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, "რეალ მადრიდი" კი, რომლისთვისაც ეს პირველი წაგება იყო, 7 თამაშში 16 ქულით მეხუთეა.

რეალ მადრიდი - ბარსელონა 0-4

ბარსელონა (4-3-3): პანიოსი, ბრონზი (ტორეხონი 84), პარედესი, მაპი ლეონი, როლფო, ბონმატი, უოლში (ენგენი 75), გიხარო, ჩრნოგორჩევიჩი (პარალიუელო 63), ჯეისე (ოშოალა 75), პინა (ლოპესი 84).

გოლები: 0:1 ჩრნოგორჩევიჩი  4, 0:2 გიხარო 43, 0-3 ბონმატი 52, 0-4 როლფო 81.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 7 ნოემბერი 2022 17:49
    0
    უხ თქვე გენაცვალეთ ტიპებმა დააუთოვეს რეალი რასაც ქვია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 ნოემბერი 2022 13:09
    2
    კაცებს არ უნდათ ჩამორჩნენ მადრიდში დიდი ანგარიშით მოგებებში.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #1 7 ნოემბერი 2022 02:15
    8
    heart_eyes heart_eyes heart_eyes
    ბრავო გოგონებო, უმაგრესები ხართ!
    როგორც ამბობენ "თქვენი წყალი გადაესხათ კაცებსაც"!!! ::დდდ