ოფიციალურად: დანი ალვესი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
კატარში გასამართ მუნდიალზე ითამაშებს რაფინია, მაგრამ ამ ამბავში საინტერესო არაფერია, რადგან ეს ისედაც ვიცოდით. "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის მთავარი ამბავი ისაა, რომ მხიარულმა ბებერმა, დანი ალვესმა მიზანს მიაღწია და თავის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ის 39 წლის ასაკში ითამაშებს.
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელებიდან ნაკრებში მოხვდა ნეიმარიც, თუმცა ის გუნდის ლიდერია და ამაში აღსანიშნავი არც არაფერია.

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]