რონალდ არაუხო მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის - ჟერარ რომერო
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდ არაუხოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ჰქონდა, ცოტა ხნის წინ ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ცნობიდან კი ირკვევა, რომ ურუგვაელის მუნდიალზე წასვლა გადაწყვეტილია.
რომეროს ცნობით არაუხომ "ბარსელონას" სამედიცინო შტაბისგან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მიიღო. მას კატარში კლუბის ფიზიოთერაპევტი წაჰყვება.
არაუხომ ოპერაცია სექტემბრის ბოლოს ჩაიტარა. მის მკურნალობას დაახლოებით 3 თვე ჭირდებოდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელის მოხვედრას თითქმის გამორიცხავდა, თუმცა რონალდმა შეუძლებელი შეძლო და როგორც ჩანს, კატარში მიდის.
სავარაუდოდ არაუხო ურუგვაის ნაკრების პირველ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]