ჩავი ერნანდესი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ
ჩავი ერნანდესმა "ოსასუნას" დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
შესანიშნავად ვითამაშეთ. გუნდით უნდა ვიამაყოთ. ვფიქრობ, დღითიდღე ვიზრდებით.
მეორე ტაიმში თავს კარგად ვიცავდით. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რწმენა უნდა შეენარჩუნებინათ და ხასიათი ეჩვენებინათ. მათ ორივე გააკეთეს.
ლა ლიგაში კარგად გამოვიყურებით. გუნდით უნდა ვიამაყოთ და საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნოთ. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.
მსაჯზე ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მათ განმარტებები უნდა აკეთონ.
პიკეს გამოყვანას ვაპირებდი, მაგრამ საბოლოოდ თამაშში ჩადი რიადი ჩავრთეთ. ერიკი თავს ჯერ კარგად არ გრძნობს.
ფერანი თითქმის ყველა შეხვედრაში თამაშობს. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას ვენდობით.
გარსია თამაშისთვის მზად ჯერ არ იყო. კრისტენსენმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ სერიოზული არაფერია.
ესპანეთის ნაკრები? ლუის ენრიკეს ვენდობი. მას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად იმუშავებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]