ბოიანმა გუშინ პირადი რეკორდი დაამყარა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა წინა სეზონში 11 გოლის გატანა მოახერხა, წელს მან უკვე მიაღწია ამ შედეგს, იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ 2 მატჩი დარჩა სათამაშო. ბოიანმა წელს 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლის გატანა მოასწრო. ეს მის მაღალ კლასზე მეტყველებს. ბოიანის სადებიუტო გოლი "ვილიარეალის” კარში შედგა 2007 წელს, მისი პროგრესი აღსანიშნავია. მის გოლს გუშინდელ მატჩში დიდი მნიშვნელობა ქონდა.
ბოიანმა მეორე შეხვედრაში ზედიზედ გაიტანა, ეს მისთვის პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 7 მატჩში 4-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ბოიანი წლევანდელ სეზონში გუნდის ბომბარდირთა ჩამონათვალში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. მას მესი (44), პედრო (21) და იბრაჰიმოვიჩი ასწრებენ.
კომენტარები [ 0 ]