ფინალი – იცით თუ არა, რომ... (2)

ფინალი – იცით თუ არა, რომ... (2)

 

"ბარსელონა" vs "მანჩესტერი" – იცით თუ არა, რომ...

 

შაბათის შეხვედრა ფინალისტებისთვის "ჩემპიონთა ლიგაში" რიგით მეოთხე იქნება. ისინი ერთმანეთს 1994/95 და 1998/99 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპებზე შეხვდნენ, ხოლო 2009 წელს გათამაშების ფინალურ ეტაპზე, სადაც გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.

 

მას შემდეგ, რაც "ჩემპიონთა ლიგას", "ჩემპიონთა ლიგა" დაერქვა (1992/93), "იუნაიტედსაც" და "ბარსასაც" ერთნაირი რაოდენობის გოლები აქვთ გატანილი და გაშვებული – გატანილი 303, ხოლო გაშვებული 158.

 

"წითელი ეშმაკების" მიერ, "უემბლიზე" ჩატარებული 9 შეხვედრიდან, 5 პენალტების სერიამდე მივიდა.

 

ბოლო ვიზიტი სტაიონზე, სადაც "ბარსამ" ევროპის თასი აიღო, 1999/00 წლების სეზონში შედგა. კატალონიელებმა ლონდონის არსენალი ანგარიშით 4–2 დაამარცხეს.

 

გუნდს ახალ "უემბლიზე" უკვე ნათამაშები აქვს. ეს 2009/10 წლების სეზონის პრესეზონში მოხდა, როდესც კატალონიური კლუბი "ტოტენჰემსა" და" ალ აჰლის" უპირისპირდებოდა. 

 

"ბარსას" ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი, 27 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე ნაკლები, 4 გოლი აქვს გაშვებული.

 

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ყველაზე მეტჯერ, 76–ჯერ აქვს კუთხური მოწოდებული.

 

შაბათს იმ ორი გუნდის დაპირისპირებას ვიხილავთ, რომელთაც ბურთის ფლობის მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ. "ბარსას" – 62%, ხოლო "იუნაიტედს" – 58%.

 

ფინალის შემდეგ, ედუინ ვან დერ საარი ფეხბურთიდან მიდის. 40 წლის ასაკში, მის ანგარიშზე 2 "ჩემპიონთა ლიგის" ოქროს მედალია (1995 და 2009).

 

უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც ლეო მესი "ჩემპიონთა ლიგის" ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს. მისნაირი შედეგი მხოლოდ გერდ მიულერსა და ჟან პიერ პაპინს აქვთ ნაჩვენები.

 

"ჩემპიონთა ლიგის" ამ ფორმატში, ყველაზე მეტი გოლ ერთ სეზონში რუუდ ვან ნისტელ როის აქვს გატანილი. მის ანგარიშზე 2003 წელს 12 გოლი გახლდათ, ხოლო ლეო მესის ანგარიშზე ფინალამდე 11 გოლია...

 

მესიმ ამ გათამაშებაში ყველაზე მეტჯერ, 31–ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით და ასევე იგი არის ფეხბურთელი, რომელზეც ყველაზე მეტჯერ, 30–ჯერ დაჯარიმდნენ.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.