ბარსელონამ ზაფხულისთვის სატრანსფერო სამიზნეები უკვე შეარჩია
"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალ აგენტებზე ფიქრი მოუწევს, ვინაიდან, კლუბი ფინანსურად კვლავ რთულ მდგომარეობაშია.
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა ზაფხულისთვის სატრანსფერო სამიზნეები უკვე შეარჩია: ინიგო მარტინესი, ნ'გოლო კანტე და იუსუფა მუკოკო.
სამივე ფეხბურთელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება, რაც ნიშნავს, რომ "ბარსას" მათი უფასოდ დამატება შეეძლება.
მართალია, მუკოკოს "დორტმუნდისგან" და სხვა გუნდებისგან შემოთავაზებები აქვს, მაგრამ "ბარსელონამ" გერმანელს შეატყობინა, რომ თუ კატალონიაში გადმოსვლა სურს, მათი უარყოფა მოუწევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]