ბარსელონა აინტრახტის ცენტრალური მცველით ინტერესდება
"ბარსელონა" ფრანკფურტის "აინტრახტის" ცენტრალური მცველის, ევან ნდიკას შეძენით ინტერესდება.
SPORT1-ის ინფორმაციით, 23 წლის უკანახაზელს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და მისი გახანგრძლივების შანსი მცირეა. ფრანგი ფეხბურთელი ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.
გერმანული გამოცემის ცნობით, "ბარსასთან" ერთად, ნდიკათი "იუვენტუსი", "მილანი" და რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდებიან.
რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ბარსელონა" თავისუფალი აგენტების ბაზარზე მომდევნო ზაფხულშიც იაქტიურებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]