ბარსელონა მარკუს ტურამით ინტერესდება
"ბარსელონა" მიონხენგლადბახის "ბორუსიის" თავდამსხმელით მარკუს ტურამით ინტერესდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ფიქრობს, რომ 25 წლის ფეხბურთელი "ბარსას" კარგად მოერგება და ზაფხულში მის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას განიხილავს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან გერმანულ კლუბს ფრანგის უფასოდ გაშვება არ სურს.
MD-ს ცნობით, "ბორუსია" მზადაა, ტურამი ზაფხულში "ჩელსიში" გაუშვას, რომელიც თანხის გადახდაზე თანახმაა.
"ბარსელონასა" და "ჩელსის" გარდა, ლილიან ტურამის ვაჟს "რეალ მადრიდს", "ატლეტიკოსა" და "ინტერსაც" უკავშირებენ, მაგრამ ფავორიტი ლონდონური გრანდია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]