დეპაის ადვოკატი ინტერთან მოლაპარაკებებს უარყოფს
მემფის დეპაის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" დატოვება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ მისი მომავალი კლუბი გარკვეული არაა.
დღეს 28 წლის ფეხბურთელი მილანის "ინტერს" დაუკავშირეს, თუმცა ნიდერლანდელის ადვოკატმა სებასტიენ ლედურემ "ნერაძურისთან" კონტაქტი უარყო:
ინტერთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - ამასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს უარვყოფ. ეს ვარიანტი არ განიხილება.
- დეპაის აგენტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.
მემფისით დაინტერესებულ კლუბად კვლავ რჩება მადრიდის "ატლეტიკო". დიეგო სიმეონეს გუნდში გადასვლას ნიდერლანდელიც მიესალმება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]