ბარსელონა მემფის დეპაის შემცვლელს არ შეიძენს

ბარსელონა მემფის დეპაის შემცვლელს არ შეიძენს

მემფის დეპაი მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა "ბარსა" მხოლოდ თანხას მიიღებს და არა იანიკ ფერეირა კარასკოს. 

ტონი ხუანმარტის ცნობით, "ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე ნიდერლანდელის პოტენციურ შემცვლელებს დააკვირდება, მაგრამ, ამ მომენტისთვის, არავის შეძენას აპირებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი გეგმავს, რომ დეპაის წასვლით გათავისუფლებული სახელფასო ფონდი კონტრაქტების გახანგრძლივებისთვის გამოიყენოს და გავიც პირველ გუნდში დაარეგისტრიროს.

დეპაი ზაფხულამდე, შესაძლოა, ანხელ ალარკონმა ჩაანაცვლოს, რომელიც ჩავიმ "სეუტასთან" მატჩის განაცხადშიც შეიყვანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 იანვარი 2023 14:19
    0
    სათადარიგოს მუდმივ წევრს ზამენაც ეკუთვნის?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 იანვარი 2023 21:28
    0
    რომელი შემცვლელი? მეშვიდე შემტევი რომელიც არასდროს არ ითამაშებს თუ ლაზარეთშია პაციენტების ნაკლებობა
    Culé [?]
    #1 18 იანვარი 2023 21:28
    1
    ანხელ არაკრონი და ლაიმე იამალის დატესტვა უნდა მოხდეს ამ დროის განმავლობაში

    თუ ვერც კარასკოს მოვიყვანთ და ვერც ობამას ვიფორმებთ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა