მილანს სერჟინიო დესტში €20 მილიონის გადახდა არ სურს

მილანს სერჟინიო დესტში €20 მილიონის გადახდა არ სურს

სერჟინიო დესტი "ბარსელონაში" აღარ ითამაშებს, რადგან ის კლუბის გეგმებში არ შედის, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, ამერიკელი მომავალ სეზონში სად იქნება.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანს", სადაც დესტი ამჟამად იჯარით ასპარეზობს, მისი €20 მილიონად გამოსყიდვა არ უნდა და "ბარსასთან" თანხის დაკლებაზე მოლაპარაკების გამართვას აპირებს.

სერჟინიოს იტალიაში დიდი სათამაშო დრო არ აქვს, თუმცა "როსონერის" მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება. ამერიკელმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ითამაშა, მაგრამ იტალიელები მიიჩნევენ, რომ მისი ფასი ძალიან მაღალია და ან გამოსასყიდის შემცირება სურთ, ან კიდევ ერთი იჯარა (რაც "ბარსელონას" გეგმებში არ შედის).

დესტმა, შესაძლოა, მომავალ ზაფხულში მნიშვნელოვანი შემოთავაზებები მიიღოს. "რომა" მისით დიდი ხანია ინტერესდება და ამასთან, ფეხბურთელის სიტუაციას 2 პრემიერლიგური კლუბი აკვირდება.

"ბარსელონას" პოზიცია ნათელია - დესტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად უნდა გაიყიდოს და არანაირი ფასდაკლება არ განიხილება. ბაზარზე ბევრი კარგი მარჯვენა მცველი არ არის და კატალონიურ გრანდს სურს, ამერიკელში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს, შესაბამისად, ისინი ტრანსფერიდან €20 მილიონის მიღებას გეგმავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 22 იანვარი 2023 22:57
    0
    ჩვენთან სიძუნწის უმაღლეს დონეს ავლენს ყველა. ისე ჯდებიან გახურებულ ტაფაზე, რომ ზეთის დასხმაც ენანებათ. ან მიაჩნიათ, რომ ბარსას გაცურება მოსულა და მაინც ვცადოთ, ჩვენი რაღა მიდისო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 22 იანვარი 2023 13:22
    0
    ჩელსიში გაუშვან მაინც ყველას და ყველაფერს ყიდულობენ ეგენი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 იანვარი 2023 12:03
    0
    დაუკლონ ცოტა, 19-ათ მისცენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 იანვარი 2023 01:18
    0
    არაფერი, შეიძლება 15-ში გაშვება;
    0:00 EU კი ჯობია
    Culé [?]
    #6 22 იანვარი 2023 01:10
    0
    წესით ამაში კი უნდა ავიღოთ 20 მლნ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #5 22 იანვარი 2023 00:46
    1
    ციტატა: Maestro 6
    აი ჩვენც ის გვემართება რაც მანჩესტერ იუნაიტედს, იმდენი ფული აქვთ უაზროდ ნახარჯი რომ ფეხბურთელებს ორმაგ ფასში ტენიან, ახლა ჩვენც ეგრე ვართ,ტორესი 55+ ბონუსი, რაფინია 47 + 13 ბონუსი, და ჰოლანდზე ლამის 200 მილიონს გვთხოვდნენ როცა სიტიმ 60 ად იყიდა, ეს გამოიწვია იმ დემბელე-გრიზმანი-კოუტინიო ტრანსფერებმა, არამარტო იმ ბომენტში გამოიწვია ფინანსური ზარალი, ახლაც გრძელდება შედეგები და ყველა ჩვენს გაცურებას ცდილობს

    ბართომეუს მემკვიდრეობა რამდენად მძიმეა ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო და უფრო მეტად ხდება ნათელი
    ფანი [?]
    #4 21 იანვარი 2023 22:05
    3
    აი ჩვენც ის გვემართება რაც მანჩესტერ იუნაიტედს, იმდენი ფული აქვთ უაზროდ ნახარჯი რომ ფეხბურთელებს ორმაგ ფასში ტენიან, ახლა ჩვენც ეგრე ვართ,ტორესი 55+ ბონუსი, რაფინია 47 + 13 ბონუსი, და ჰოლანდზე ლამის 200 მილიონს გვთხოვდნენ როცა სიტიმ 60 ად იყიდა, ეს გამოიწვია იმ დემბელე-გრიზმანი-კოუტინიო ტრანსფერებმა, არამარტო იმ ბომენტში გამოიწვია ფინანსური ზარალი, ახლაც გრძელდება შედეგები და ყველა ჩვენს გაცურებას ცდილობს
    გულშემატკივარი [?]
    #3 21 იანვარი 2023 21:59
    3
    აეს მაგალითი მისცა ბარსელონას ტრანსფერების პოლიტიკამ სხვა გუნდებს
    ყველას გონიათ ჩვენი გაცურება მოსულა
    ლაპორტა ცოტა მაგრად თუ არ დაუდგა ბართომეუზე უარესს დამართებს ამ გუნდს....
    20 მილიონი რაღაა ფეხბურთელში აბა რა უნდათ ესეც 5 მილიონში გავყიდოთ??
    ბოლო ბოლო მსოფლიოზე არც ისე ცუდად გამოიყურებოდა
    ან გადაიხადონ ან კიდე ვაფშე ააცვან
    Culé [?]
    #2 21 იანვარი 2023 21:53
    5
    ყველას ამათი გაღლეტვა როგორ უნდა, 20 მილიონი რა ჩემი ფეხებია დღევანდელ ფეხბურთში იმის გადახდაც რო არ უნდათ, ახალგაზრდა ფეხბურთელია მითუმეტეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 იანვარი 2023 21:43
    0
    აუ დაიტოვონ და სულ ნუ გადაგვიხდიან
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid