ჩავი ერნანდესი სევილიასთან მოგების შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "სევილიასთან" მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
საქმე უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ უახლოეს მეტოქეს 8 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი.
ჩვენ ყრუ დაცვის წინააღმდეგ ბევრი შანსი შევქმენით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ალბა შეტევაში ძალიან გვეხმარება. მისი დღევანდელი თამაშის გამო ბედნიერი ვარ.
რაფინიას თამაშით მაშინაც აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ის გოლებს ვერ იტანდა ან ასისტებს ვერ აკეთებდა. ის გუნდს ბევრს აძლევს და მისი მნიშვნელოვანი წევრია.
ჩვენ ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ, რაც მეტ თავდაჯერებულობას გვაძლევს.
მუშაობა გვიფასდება. გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ ჩვენ რაღაც ძალიან პოზიტიურს ვაშენებთ.
ვიმედოვნებ, ბუსკეტსის დაზიანება უმნიშვნელო იქნება, თუმცა მას დაჭიმულობა აქვს, ეს ცხადია.
ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთელები მუდივად მზადყოფნაში უნდა იყვნენ.
ჩვენ ლა ლიგის მოგების კანდიდატები ვართ, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის მოქმედი ჩემპიონია. არ უნდა მოვეშვათ.
დე იონგს შესაფერისი პოზიცია მოვუძებნებთ. ის ძალიან ბედნიერია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]