ჟიულ კუნდე სევილიას ბოდიშს უხდის
"ბარსელონას" ფრანგი მცველი ჟიულ კუნდე თავის ყოფილ გუნდს, "სევილიას" გოლის ზედმეტად ემოციურად აღნიშვნის გამო ბოდიშს უხდის.
გუშინ "ბარსამ" "სევილია" 3-0 გაანადგურა. კატალონიელებს ანგარიშის გახსნა უჭირდათ და ეს მხოლოდ 58-ე წუთზე მოახერხეს. ჟორდი ალბას მიერ გატანილი გოლი მართლაც ემოციურად აღნიშნა არა მხოლოდ თავად ავტორმა, არამედ კუნდემაც, რის გამოც მან ცოტა ხნის წინ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა:
ყოველთვის მადლობელი ვიყავი, რომ თეთრ-წითელი ფორმის ტარების შესაძლებლობა მქონდა. ასევე იმ სიყვარულის გამო, რომელიც ამ გუნდში ყოფნის დროს მივიღე. სწორედ ამიტომ მინდა, გოლის აღნიშვნისთვის ბოდიში მოვიხადო. ეიფორიაში ვიყავი და გადავაჭარბე. ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
ჟიულ კუნდე "სევილიაში" 2019-2022 წლებში თამაშობდა და სწორედ ანდალუსიური გუნდიდან გადმოვიდა "ბარსაში" გასულ ზაფხულში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]