სერჟი რობერტო ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
COPE-ის ჟურნალისტის, ელენა კონდისის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ სერჟი რობერტო "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, რობერტოს დაბალი ხელფასი ექნება, მაგრამ, პერფორმანსის მიხედვით, ის ბონუსებსაც მიიღებს. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
Relevo-ს ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, სერჟი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
ამავე წყაროს თანახმად, რობერტომ პირველი შეთავაზება უარით გაისტუმრა, მაგრამ შემდეგ კატალონიურმა კლუბმა მას უკეთესი წინადადებით მიმართა და თანხმობაც მიიღო. ფინანსური კუთხით, ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი ამჟამინდელის მსგავსი იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]