ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანის პრესკონფერენცია
დღეს "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტასა და სპორტული დირექტორის, მატეუ ალემანის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობას შეეხო.
ჟოან ლაპორტა:
მოგესალმებით ყველას. მინდა, კლუბში შექმნილ ვითარებაზე გესაუბროთ, რადგან ამჟამად სეზონის შუა ნაწილში ვართ. ვამაყობთ იმით, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით და კლუბი სწორ გზაზე დავაბრუნეთ. ესპანეთის სუპერ თასი მოვიგეთ და ყველა დანარჩენი ტურნირის მოგებისთვისაც ვიბრძოლებთ.
ჩვენი პრიორიტეტი ლა ლიგის მოგებაა. მთავარი ფავორიტები ვართ, მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გუნდში დიდი ენთუზიაზმია. დაცვაში თამაშს მოვუმატეთ და მხოლოდ 7 გოლი გვაქვს გაშვებული.
მინდა, გაწეული სამუშაოსთვის ჩავის მადლობა გადავუხადო. ის "ბარსას" იდეალურად იცნობს, ის პოზიტიური ადამიანია, რომელიც ყოველთვის გამოსავალს ეძებს. ხელმძღვანელობა მისი მადლიერია.
მინდა, კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვისაუბრო. კლუბი გადავარჩინეთ, ვალები შევამცირეთ და ახლა სიტუაციას ვაკონტროლებთ.
ფეხბურთელების დარეგისტრირების პრობლემა გვაქვს, რადგან ლა ლიგის მიერ დაწესებულ სახელფასო ლიმიტს ვაჭარბებთ. სხვაობა 100 მილიონით შევამცირეთ და ვგეგმავთ, ზაფხულში კიდევ 70 მილიონით შევამციროთ.
31 მარტამდე Espai Barca-ს დაფინანსების საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება.
ყოველი სეზონი, რომელსაც "კამპ ნოუზე" არ ჩავატარებთ, 93 მილიონი ევრო დაგვიჯდება.
Espai Barca-ს პროექტის განსახორციელებლად კომპანია Limak რამდენიმე მიზეზით შევარჩიეთ. სამუშაოების პირველი ეტაპი 2024 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, საბოლოოდ კი 2026 წელს უნდა დასრულდეს. Limak ამ ვადებზე დაგვთანხმდა.
"კამპ ნოუს" რეაბილიტაცია 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო. საბოლოოდ, Goldman Sachs-ისა და Limak-ის დახმარებით სამუშაოებს ვიწყებთ. ახალი სტადიონი საშუალებას მოგვცემს, ელიტურ კლუბებს კონკურენცია გავუწიოთ.
კლუბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ციფრული ტრანსფორმაციაა. ეს საშუალებას მოგცემს, გულშემატკივრებს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ და შემოსავალიც გავზარდოთ.
სწორ გზაზე ვდგავართ. კლუბში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილები ვართ და გვინდა, ყველაფერი გავიღოთ იმისათვის, რომ სხვა პრობლემებიც დავძლიოთ. ამბიციურები ვართ და გვიხარია, რომ "ბარსას" გულშემატკივრების სიხარული დაუბრუნდათ.
ფანები გუნდსა და მწვრთნელს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ და მათ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ესმით.
მესის ძმის კომენტარი? ვამაყობთ იმით, რომ ლეო ჩვენთან იყო. ახლა ის პსჟ-ში თამაშობს და არ მინდა, სხვა გუნდების ფეხბურთელებზე ვისაუბრო. მისი ძმის კომენტარზე არ ვღელავ, რადგან მან ბოდიში უკვე მოიხადა.
ანსუ ფატის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ბარსელონაში იყვნენ, თუმცა ის "ბარსას" ფეხბურთელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ამ მიმართულებით სიახლე არ გვაქვს. ის ძვირფასი ადამიანია.
ბუსკეტსი? ახლა ლა ლიგის მოგებაზე ვართ ფოკუსირებულნი. სერხიო გუნდის ფუნდამენტური ნაწილია და მის გარეშე იმავე დინამიკის მიღწევა რთული იქნება. როდესაც ის მოისურვებს, მზად ვართ, ახალ კონტრაქტზე დავილაპარაკოთ.
"მანჩესტერ სიტის" შესაძლო სასჯელი" სიტუაციას არ ვიცნობ, მაგრამ მინდა, ამ თემაზე არ ვისაუბრო, რადგან ამ კლუბში მეგობრები მყავს.
ბალდეს კონტრაქტთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია. ბალდეც და მისი აგენტიც "ბარსელონაში" დარჩენის სურვილს ავლენენ. ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ფინანსური ფეარ ფლეის საკითხების მოგვარებას ველოდებით.
სუპერ ლიგა ფეხბურთის მდგრადობას იცავს. ევროპული ფეხბურთის რეფორმას ვატარებთ და არ გვინდა, UEFA გვერდზე დარჩეს. ჩვენი სურვილია, მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ტურნირი შევქმნათ. დიალოგს ვაპირებთ.
გვინდა, რომ რონალდინიოს შვილმა კარიერა ჩვენთან განაგრძოს. მას კონტრაქტს გავუფორმებთ. ჯერ არ ვიცი, რომელ ასაკობრივ გუნდში ითამაშებს. ამ ბიჭს პოტენციალი ვართ და ეს გვაბედნიერებს.
მჯერა, რომ ზაფხულში გავძლიერდებით და მჯერა, რომ ამისთვის მოვემზადებით. ვნახოთ, როგორ დასრულდება სეზონი. ვფიქრობ, არ დადგება დღე, როდესაც ფეხბურთელების დამატებას ვერ შევძლებთ.
ტებასი ფიქრობს, რომ სახელფასო ხარჯი 200 მილიონი ევროთი უნდა შევამციროთ. ეს მისი აზრია. კლუბი მუშაობას არ წყვეტს და სპონსორებისგან მიღებული შემოსავლები ფინანსური ფეარ ფლეის დაძლევაში დაგვეხმარება.
ფეხბურთელების შესაძენად გაყიდვა აუცილებელი არაა, რადგან სხვა ვარიანტებიც გვაქვს.
როდესაც ბერკეტები ავამოქმედეთ, ლა ლიგამ რეგულაციები შეცვალა. ბერკეტების ამოქმედების მიზანი კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა იყო, მაგრამ ახლა ამაზეც ლიმიტები დაგვიწესეს ზუსტად იმ ოდენობით, რა ოდენობის ბერკეტებიც გასულ წელს ავამოქმედეთ.
ამ მომენტისთვის ანსუ ფატის გაყიდვის ვარიანტს არ განვიხილავთ. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად საჭირო ფეხბურთელი იქნება ის კლუბისთვის და ჩავისთვის. ამჟამად ფეხბურთელების გაყიდვა არ გვსურს.
სუპერ ლიგა ფეხბურთის პროგრესია. ამ ტურნირის დღეს გაცხადებულ 10 პრინციპს ჩვენი კლუბი სრულად ეთანხმება.
დემბელე ჩვენთან ბედნიერია და ჩვენც მისით ბედნიერები ვართ. ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი გახანგრძლივება გვსურს.
მატეუ ალემანი:
ფინანსური ფეარ ფლეის გამო გუნდიდან ფეხბურთელები გავუშვით, ზოგიერთს კი ხელფასი შევუმცირეთ. "ბარსელონას" კონკურენტუნარიანი გუნდი ჭირდება. თუ სახელფასო ხარჯს 400-480 მილიონამდე შევამცირებთ, ეს შემოსავლის 60% იქნება. არ გვინდა, მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა გუნდი დატოვონ, მაგრამ სახელფასო ხარჯი ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეების ხარჯზე უნდა შევამციროთ. ლა ლიგა უნდა დავარწმუნოთ, რომ ლიმიტი შეცვალოს.
ლა ლიგა უნდა დაგვთანხმდეს, რომ წელიწადში ხელფასებში 480 მილიონი გადავიხადოთ. არავინ აქცევს ყურადღებას, თუ როგორი შემადგენლობა გვყავს ახლა როგორი გვყავდა მანამდე. სახელფასო ხარჯის შემცირება და თან გუნდის გაძლიერება ძალიან რთულია.
გრიზმანისა და პიკეს წასვლამ გუნდის სახელფასო ხარჯი 90 მილიონით შეამცირა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]