ბარსელონას ანსუ ფატის მაისურების გაყიდვა უჭირს
"ბარსელონას" 10-ნომრიანი მაისური კლუბის მაღაზიებში ყველაზე მოთხოვნად მაისურებს შორის ყოველთვის იყო, უმეტეს შემთხვევაში კი სულაც ყველაზე გაყიდვადი გახლდათ. თუმცა ამჟამად სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი.
As-ის ცნობით "ბარსას" ორ ყველაზე დიდ ოფიციალურ მაღაზიაში ანსუ ფატის მაისურები გასაყიდად წინასწარ არც აქვთ გამოტანილი. თუ 10-ნომრიანი ფორმის შეძენა გსურთ, შეკვეთა თავად უნდა გააკეთოთ.
"ბარსას" მაღაზიის თანამშრომლის თქმით ანსუ ფატი ყველაზე მოთხოვნად ექვს ფეხბურთელშიც კი არ შედის. 6-ნომრიანი მაისურის აღების შემდეგ ყველაზე მეტად გაყიდვადი გავის ფორმებია. მას პედრი და რობერტ ლევანდოვსკი მოსდევენ. შემდეგ მოდიან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფრენკი დე იონგი და რონალდ არაუხო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]