პუიოლს ოპერაცია ოთხშაბათს ჩაუტარდება
კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანს, კარლეს პუიოლს ოთხშაბათს ოპერაციას გაუკეთებენ...
გუშინ გავრცელდა ჭორები, რომ ხუთშაბათს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველს ოპერაციას გაუკეთბდნენ, თუმცა დღეს "ბარსას" ოფოციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარლეს პუიოლს ოპერაცია არა ხუთშაბათს, არამედ ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 14 საათზე გაუკეთდება. ამ ოპერაციის თაობაზე ექიმები რიკარდ პრუნა და რამონ კუტაგი მედიის წინაშე წარსდგებიან.
გუნდის კაპიტანს უკვე სამი თვეა რაც მარცხენა ფეხის მუხლი აწუხებს. მან ტრავმა 22 იანვარს, "რასინგის" წინააღმდეგ თამაშისას მიიღო. ამის შემდეგ კი მან პირველად 15 აპრილს, "ბერნაბეუზე" ითამაშა. 15 აპრილის შემდეგ, კარლესმა "ჩემპიონთა ლიგის" ორივე ნახევარ–ფინალშიც მიიღო მონაწილეობა. პეპმა პუიოლი არც ფინალს არ დააკლო და შეხვედრის ბოლო წუთებზე იგი მოედანზეც შეუშვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]