ილიას აკომაშს იტალიასა და ინგლისში იწვევენ
"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ილიას აკომაში კატალონიური კლუბის უფასოდ დატოვებასთან ახლოსაა. ინფორმაციას Sport ავრცელებს.
18 წლის გარემარბს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, მაგრამ ამჟამად მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კატალონიური მედიის ცნობით აკომაშის კარიერის ინგლისში ან იტალიაში გაგრძელების შანსი აქვს. მას "ლიდს იუნაიტედი" და "მილანი" იწვევენ.
"ლიდსი" ილიასს პირველ გუნდში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იორკშირელებს პრემიერ ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ.
მომდევნო სეზონში უმაღლესში ითამაშებს "მილანი", მაგრამ იტალიელები აკომაშის გარანტიას ვერ აძლევენ, რომ ის პირველი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]