რაფინიამ იუნაიტედთან მატჩში გაბრაზების გამო ფეხი დაიზიანა და დღეს სასტარტოში არ იქნება
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რაფინია "ალმერიასთან" დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდება.
წყაროს ცნობით, საქმე ისაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1-2) პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლის გამო ბრაზილიელი განრისხებული იყო, რის გამოც მაცივარს ფეხი დაარტყა და დაიზიანა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რაფინია განაცხადშია, ის დღევანდელ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]