ოფიციალურად | რონალდინიოს შვილი ბარსელონას ფეხბურთელია
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ რონალდინიო გაუჩოს ვაჟი, ჟოაუ მენდეში "ბარსელონაში" ითამაშებს.
18 წლის ცენტრფორვარდმა "ლა მასიაში" სინჯები წარმატებით გაიარა. მის ტრანსფერს პირადად ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობდა. მენდეში "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდებში იასპარეზებს.
ჟოაუმ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. მისი ხელშეკრულება 2024 წლამდე იქნება გათვლილი. მომავალ წელს გადაწყდება, მენდეშს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ და ჟუვენილ ა-ში დარჩება თუ არა.
ამ შესაძლებლობის გამო ძალიან ბედნიერი ვარ - Visca Barça!
- წერს ბრაზილიელი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]