ბარსელონა აქცენტს შემტევების აღზრდაზე აკეთებს

ბარსელონა აქცენტს შემტევების აღზრდაზე აკეთებს

Sport-ის ცნობით, წლების განმავლობაში ნახევარმცველებზე კონცენტრირებისა და მათი განვითარების შემდეგ, "ბარსელონა" აქცენტს შემტევების აღზრდაზე აკეთებს.

ერთ-ერთი მათგანი ესტანის პედროლაა, რომელიც დღეს გასამართი "ელ კლასიკოს" განაცხადში მოხვდა. ის ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური გარემარბია, რომელიც ჩავი ერნანდესის ყურადღებას იქცევს.

ესტანისს "ბარსელონას" პირველი გუნდში დებიუტი 2022 წლის იანვარში ჰქონდა, თუმცა ის ჯერ კიდევ ჟუვენილ ა-ს ფეხბურთელია. იმ მატჩში, "მალიორკას" წინააღმდეგ (1-0), პედროლამ ილიას აკომაში შეცვალა და მოედანზე სულ 10 წუთი გაატარა.

19 წლის შემტევმა ცოტა ხნის წინ, "ბარსა ატლეტიკის" რიგებში, "ალკოიანოს" წინააღმდეგ შესანიშნავი პერფორმანსი აჩვენა - ბრწყინვალე დრიბლინგი, სისწრაფე, მოტყუებული მცველები და დუბლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 მარტი 2023 12:15
    1
    ჰოდა ეხლა მაინც მისცეს დრო სანამ ლევანდოვსკი და დემბელე დაბრუნდებიან, თორემ ტორესი და რაფინია გინდა ყოფილან გინდა არა მინდორზე.
    Culé [?]
    #4 3 მარტი 2023 02:33
    1
    ფერანს, რაფოს და ფატის კი აჯობებს
    გულშემატკივარი [?]
    #3 3 მარტი 2023 02:14
    0
    ციტატა: Chico
    წეღან ვთქვი და გავიმეორებ, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ არ არიან ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი და სხვები ოქროს თაობიდან და თუნდაც გავი და პედრი. დღეს არ არის ისეთი მასიური და ძლიერი კადრების მოდინება, როგორც მაშინ იყო.
    გავიხსენოთ 2012 წლის 25 ნოემბერი. ტიტო ვილანოვას ბარსა, "ლევანტეს" სტადიონზე "სოსიდეად დე ვალენსიას" ხვდებოდა. ბარსას შემადგენლობაში 10 ლა მასიელი თამაშობდა და ერთად ერთი დანი ალვესი იყო არა ლა მასიელი, მაგრამ 14 წუთზე დანი ალვესმა ტრამვა მიიღო და მოედანზე შემოვიდა მარტინ მონტოია. მოედანზე თამაშობდა 11 ლა მასიელი.... ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა ასე.
    ძნელია მათი ეგრევე პირველ გუნდში მოყვანა, მაგრამ ერთიც იქნება და კიდევ გამოჩნდებიან ტალანტები ლა მასიიდან.
    ეს ბიჭი 19 წლისაა და რამოდენიმეჯერ მოხვდა პირველი გუნდის განაცხადში და მისთვის ეს მიღწევაა, მაგრამ აქვე ავიღოთ გავი, ისიც 19 წლისაა და უკვე 2 წელია ძირითადის უცვლელი წევრია... აი ეს არის განსხვავება.

    სანამ გვარდიოლა მოვიდოდა ბარსას სათავეში მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო იყვნენ ბიჭები ლამასიიდან მაგალითად ინიესტა რომელიც რაიკარდის ბარსაში იღებდა შანსებს და ამტკიცებდა რომ სულ მალე ძირითადის წევრი გახდებოდა მაგრამ გუნდი ძირითადად შეძენილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და ლამასიაც ნელ-ნელა ვითარდებოდა, და როდესაც გვარდიოლა მოვიდა პიკს მიაღწია,ჩამოყალიბდა სისტემად რომელიც თავის დროზე ტალანტებს პირველ გუნდს აწვდიდა.სამწუხაროდ ლაპორტას წასვლის შემდეგ როსელმა ეს სისტემა შეცვალა და ამიტომ წავიდა გვარდიოლა იცოდა რომ ასე ნელ-ნელა ჩამოიშლებოდა სისტემა,და ასეც მოხდა.მართალია როსელის გეგმამ იმოქმედა მაგრამ ეს იყო დროებითი გუნდი რომელსაც დაშლის შემდეგ ვერავინ ჩაანაცვლება,რადგან ლამასიას გამართული სისტემა აღარ არსებობდა.ახლა ის პროცესი მიმდინარეობს რაც რაიკარდის მწვრთნელობის ბოლო წლებში დაიწყო და გვარდიოლას დროს დასრულდა ამას კი 3-4 წელი მაინც სჭირდება შემდეგ კი ლამასიას სისტემა ისევ აღდგება.
    Culé [?]
    #2 3 მარტი 2023 01:10
    2
    წეღან ვთქვი და გავიმეორებ, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ არ არიან ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი და სხვები ოქროს თაობიდან და თუნდაც გავი და პედრი. დღეს არ არის ისეთი მასიური და ძლიერი კადრების მოდინება, როგორც მაშინ იყო.
    გავიხსენოთ 2012 წლის 25 ნოემბერი. ტიტო ვილანოვას ბარსა, "ლევანტეს" სტადიონზე "სოსიდეად დე ვალენსიას" ხვდებოდა. ბარსას შემადგენლობაში 10 ლა მასიელი თამაშობდა და ერთად ერთი დანი ალვესი იყო არა ლა მასიელი, მაგრამ 14 წუთზე დანი ალვესმა ტრამვა მიიღო და მოედანზე შემოვიდა მარტინ მონტოია. მოედანზე თამაშობდა 11 ლა მასიელი.... ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა ასე.
    ძნელია მათი ეგრევე პირველ გუნდში მოყვანა, მაგრამ ერთიც იქნება და კიდევ გამოჩნდებიან ტალანტები ლა მასიიდან.
    ეს ბიჭი 19 წლისაა და რამოდენიმეჯერ მოხვდა პირველი გუნდის განაცხადში და მისთვის ეს მიღწევაა, მაგრამ აქვე ავიღოთ გავი, ისიც 19 წლისაა და უკვე 2 წელია ძირითადის უცვლელი წევრია... აი ეს არის განსხვავება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 მარტი 2023 01:02
    0
    საკმაოდ ტანმაღალია 1.85 და შეიძლება 9-იანზეც გაქაჩოს, არა?