ტრავმირებულთა დაბრუნების სავარაუდო დროები
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, «ბარსელონას» პირველი მატჩში "ელჩეს" წინააღმდეგ ელის. როგორც ამ შეხვედრაში, ისე "კლასიკოში" გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება.
უსმან დემბელე
დემბელეს 3-4 კვირა გაუცდება. სამწუხაროდ, ფრანგის რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, "ბარსა" კი გარისკვას არ აპირებს.
სავარაუდოდ, უსმანი კოპა დელ რეის ნახევარფინალში "რეალ მადრიდთან" მატჩს გამოტოვებს და შესაძლოა, "ჟირონასთან" ან "ხეტაფესთან" დაბრუნდეს.
პედრი
პედრის დაბრუნების სავარაუდო თარიღიც 3-4 კვირაა. "ბარსელონას" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ტრავმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მიიღო, რის გამოც თითქმის 1 თვე გაუცდება.
პედრიმ ვარჯიში დაიწყო, რათა "რეალ მადრიდთან" 19 მარტს ლა ლიგაში გასამართი მატჩისთვის მზად ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დისკომფორტი იგრძნო და გუნდს კიდევ რამდენიმე კვირით გამოაკლდა.
დიდი ალბათობით, პედრი კოპა დელ რეიზე გასამართ "კლასიკოს" გამოტოვებს.
რონალდ არაუხო
არაუხოს უქმობა უფრო პრევენციაა, ვიდრე ტრავმა. მან "რეალ მადრიდთან" მატჩი (2-1) დისკომფორტით დაასრულა, რის გამოც ურუგვაის ნაკრებშიც არ წავიდა.
"ბარსამ" რონალდის დაზიანება დაადასტურა, მაგრამ კლუბი იმედოვნებს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ის მზად იქნება. ურუგვაელს დაახლოებით 2 კვირა გაუცდება.
ფრენკი დე იონგი
არაუხოს მსგავსად, ტრავმა ნიდერლანდელმაც სანაკრებო პაუზამდე მიიღო. "ბარსამ" ფეხბურთელზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლიდანაც გავიგეთ, რომ მას ბარძაყის დაზიანება აქვს.
"ბარსელონას" იმედი აქვს, რომ დე იონგი "რეალ მადრიდთან" მატჩამდე გამოჯანმრთელდება. მისი დაბრუნების სავარაუდო დრო 3-4 კვირაა.
ანდრეას კრისტენსენი
კრისტენსენმა ტრავმა დანია-ფინეთის მატჩში მიიღო, რის გამოც მე-18 წუთზე შეცვალეს. დღეს "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ დანიელს დაზიანება წვივის არეში აღენიშნება.
ანდრეასი "კლასიკოს" გამოტოვებს და 4 კვირაზე მეტი გაუცდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]