როსი: "არ ვიცი, რა პოზიციაზე ვითამაშებ "ბარსაში"

როსი: "არ ვიცი, რა პოზიციაზე ვითამაშებ "ბარსაში"

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ვილიარეალის" თავდამსხმელმა, ჯუზეპე როსიმ, ისაუბრა თავის შესაძლო გადასვლაზე "ბარსელონაში" იტყობინება გავლენიანი კატალონიური გამოცემა "სპორტი".

 

ახალგაზრდა იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მან ნამდვილად არ იცის რა გეგმები აქვს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ჯუზეპე როსისთან მიმართებაში: "თუ სიმართლე გაინტერესებთ, ნამდვილად არ ვიცი რა პოზიციაზე დავდგები "ბარსელონაში". ამ მომენტში ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგანაც უახლოეს მომავალში იტალიის ნაკრებთან ერთად უნდა ვითამაშო ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ამ მატჩის შემდეგ უკვე შემეძლება "ბარსაზე" ფიქრი. კატალონიური გრანდი შესანიშნავი გუნდია. ზოგიერთები იძახიან, რომ ფეხბურთის ისტორიაში ეს საუკეთესო გუნდია". დაასრულა ჯუზეპე როსიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.