ჟოან ლაპორტა ლევანდოვსკის: რობერტ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ბარსას მიეცი
ჟოან ლაპორტამ რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" ტრანსფერზე ისაუბრა:
რობერტოს ტრანსფერს პინი ზაჰავის უნდა ვუმადლოდეთ. ის ლევანდოვსკის "ბარსაში" გადმოსვლის მომხრე იყო, ისევე, როგორც რობერტის მეუღლე. ჩვენ კი გვინდოდა, ფანებისთვის სიხარული დაგვებრუნებინა.
ასეც მოხდა - ასეთი ისტორიული ტრანსფერი გვჭირდებოდა, რათა სიამაყე კვლავ გვეგრძნო.
რობერტი დიდებული ფეხბურთელია, რომელიც გოლების გატანის უნარითაა დაჯილდოებული. მაგრამ, პირველ რიგში, მას პატივს ვცემ, როგორც ადამიანს. ლევანდოვსკი პროფესიონალია, თანაგუნდელებზეც ზრუნავს და გუნდში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის.
გუშინ, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ჟოან ლაპორტა და მატეუ ალემანი ლევანდოვსკიზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის (Unknown) პრემიერას დაესწრნენ.
"ბარსას პრეზიდენტმა ზემოთ მოცემული სიტყვები სწორედ აღნიშნულ ცერემონიაზე თქვა, შემდეგ კი მას Tweet-იც მიუძღვნა:
მე გაფასებ, როგორც ფეხბურთელსა და ბომბარდირს, მაგრამ, პირველ რიგში, პატივს გცემ იმის გამო, თუ ვინ ხარ. რობერტ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც კლუბს, ქომაგებსა და თანაგუნდელებს მიეცი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]