ჟუნინიო: მესისთვის საუკეთესო ვარიანტი ბარსაში დაბრუნებაა

ჟუნინიო: მესისთვის საუკეთესო ვარიანტი ბარსაში დაბრუნებაა

ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ჟუნინიომ ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:

მესის "ბარსაში" დაბრუნება უკეთესი იქნება, ვიდრე საუდის არაბეთში წასვლა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ დერბიში თამაში. ლეოსთვის საუკეთესო ვარიანტი კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგებაა. 
მესიმ ყველაფერი მოიგო... მაგრამ დრო ყველაზე მოქმედებს. ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი "ბარსელონაში" დაბრუნებაა. ის გულით უნდა დაბრუნდეს, ფანებს ემოციური სიტყვით მიმართოს და კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინოს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აპრილი 2023 16:11
    0
    აი ფეხბურთის მცოდნე ადამიანის, უზადო ჯარიმების შემსრულებლის ნამდვილად სწორი მიმართვა ლეოსადმი.
    ფანი [?]
    #1 8 აპრილი 2023 11:49
    3
    უფ ეს 27 წლის ასაკის როგორ დაგვხატავდა. ამის ნაირი ჯარიმების შემსრულებელი არ დაბადებულა დღემდე