ზუსტად 5 წლის წინ: ანდრეს ინიესტამ ბარსელონას მაისურით ბოლო გოლი გაიტანა
ზუსტად 5 წლის წინ, 2018 წლის 21 აპრილს "ბარსელონამ" კოპა დელ რეის ფინალში "სევილია" 5-0 დაამარცხა.
ეს მატჩი კლუბის ლეგენდისთვის, ანდრეს ინიესტასთვის განსაკუთრებული იყო - ანდრესმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ბოლო გოლი გაიტანა და კატალონიაში გატარებული 16 სეზონის შემდეგ გუნდს კოპა დელ რეის თასით დაემშვიდობა.
ერნესტო ვალვერდეს შეგირდები პირველი ტაიმის შემდეგ უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, 52-ე წუთზე კი ლეო მესის პასის შემდეგ ინიესტამ "სევილიას" მეკარე დავიდ სორია მოატყუა, ცარიელ კარში გაიტანა და "ბარსელონას" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
ანდრესი 88-ზე წუთზე შეცვალეს, რა დროსაც ის მთელმა სტადიონმა მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა. ინიესტას ტაშს როგორც "ბარსას", ასევე "სევილიას" ფანები უკრავდნენ.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფინალის შემდეგ კიდევ 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ. ანდრესს აღარ გაუტანია, მაგრამ "ვალენსიასთან" 5-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესის ასისტი გაუკეთა. მან ბოლო მატჩი "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" ჩაატარა.
"ბარსელონაში" ინიესტას ანგარიშზე 674 მატჩი, 57 გოლი და 32 ტიტულია (მათ შორის, 4 ჩემპიონთა ლიგა, 9 ლა ლიგა და 6 კოპა დელ რეი).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]