რამოსი:"რონალდუ მესის სჯობს"

რამოსი:"რონალდუ მესის სჯობს"

მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის აზრით, კრისტიანუ რონალდუ ლეო მესიზე უკეთეს ფორმაშია. მისი თქმით, პორტუგალიელი უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე არგენტინელი.

"კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მასზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.თუ არჩევანზე მიდგა საქმე, მე რათქმუნდა პორტუგალიელს ავირჩევდი.მართალია, ლეო ბრწყინვალე ფორმაშია, თუმცა რონალდუს  ჩამოწერა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლისთვის დუელში არ შეიძლება"–განაცხადა რამოსმა.

ესპანელი შეეხო ჟოზე მოურინიოს შესაძლო გადასვლაზე მადრიდის "რეალში". მისი აზრით, იგი ძალიან კარგად შეეწყობოდა მადრიდულ კლუბს.

"მე ხშირად ვესაუბრები სნეიდერს,რომელიც ხშირად მესაუბრება მოურინიოზე. დარწმუნებული ვარ, მას არ გაუჭირდება "რეალში" მუშაობა. რაც შეეხება პელეგრინის, იგი ძალიან კარგი მწვრთნელია. მასთან მუშაობა კიდევ დიდხანს გვსურს"–განაცხადა სერხიომ.

წყარო : http://www.barca.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.