ბარსელონა კრისტენსენზე შეთავაზებებს არ მოისმენს
"ბარსელონას" დანიელი ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი ზაფხულში არსად წავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფერან კორეასი ავრცელებს.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" კრისტენსენის სარფიანად გაყიდვას არ გამორიცხავდა. ეს ფინანსურად მომგებიანი ოპერაცია იქნებოდა, რადგან დანიელი კლუბმა უფასოდ დაიმატა. თუმცა თუ RAC1-ის ჟურნალისტს, ფერან კორეასს დავუჯერებთ, ჩავიმ 27 წლის უკანახაზელის გუნდიდან გაშვება კატეგორიულად გამორიცხა და "ბარსელონა" კრისტესნსენზე შეთავაზებებს არც კი განიხილავს.
მომდევნო სეზონში "ბარსელონას" დაცვის ცენტრში აუცილებლად იქნებიან რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი, ასევე სავარაუდოდ იქნებიან ინიგო მარტინესი და მარკოს ალონსო. ერიკ გარსიას საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]