ჩავის პრესკონფერენცია ოსასუნასთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ოსასუნასთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 2 მაისი, 21:30

ჩავი ერნანდესმა "ოსასუნასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ოსასუნა" შევისწავლეთ - ეს ძალიან რთული გუნდია. მათ დიდებული სეზონი აქვთ და ხვალ რთული თამაში გველის. "ოსასუნა" შაბათს, შესაძლოა, საკუთარ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს [კოპა დელ რეის ფინალი "რეალ მადრიდის წინააღმდეგ] ატარებს.
ვინ მინდა, რომ მოიგოს კოპა დელ რეი? თქვენ როგორ ფიქრობთ (იცინის)?
ლევანდოვსკი ბოლო ორ შეხვედრაში ძალიან კარგი იყო და მთლიანობაში საოცარ სეზონს ატარებს.
ლამინე იამალს პირველი გუნდის წევრად ვხედავ. ის მხიარული და პოზიტიურია. ვიმედოვნებ, მასთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ. იამალს "ბარსაში" თამაში და წარმატების მიღწევა სურს.
აბდესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებთ. მან "ოსასუნაში" კარგი გამოცდილება მიიღო. ეს ძალიან სასარგებლო იჯარა იყო.
გასულ სეზონში "რეალ მადრიდს" ჩემპიონობა მივულოცეთ. ფეხბურთის პროფესიონალებმა იციან, რომ ჩემპიონატს საუკეთესო გუნდი იგებს. საპლეიოფო ტურნირები უფრო უსამართლოა. ანჩელოტის სიტყვებს ვაფასებ.
ლა ლიგის მოგება "ესპანიოლის" სტადიონზე? მინდა, ტიტული, რაც შეიძლება, მალე მოვიგოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს "კორნელიაზე" იქნება თუ არა. ჩვენ ვერ ავირჩევთ, თუ სად ვიზეიმებთ გამარჯვებს.
სუპერ თასი "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ მოვიგეთ და ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ მოვიგეთ. 
 "მანჩესტერ სიტი" მსოფლიოშიო საუკეთესო კლუბია, მათ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ და ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ. თუ "სიტი" ტრიპლეტს მოიგებს, ეს სამართლიანი იქნება.
მწვრთნელობით სიამოვნებას ვიღებ. თავიდან ეს უფრო მტანჯველი იყო, თუმცა იანვრის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ეს პროცესის ნაწილია. მუშაობის გარდა სხვა არჩევანი არ არსებობს.
უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით საპლეიოფო ტურნირებზე. ჩვენ სათანადო დონეზე ვერ ვთამაშობდით.
პედრიზე დამოკიდებულება? საქმე ისაა, რომ პედრი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ვისურვებდი, მისი მსგავსი სამი მოთამაშე გვყავდეს, მაგრამ ჩვენ გუნდურად უნდა მოვუმატოთ.
ფატი მშვიდადაა და თავს კარგად გრძნობს. ის გასულ შეხვედრაში შესვლაზე ძალიან კარგად შემოვიდა.
რაფინიამ და დემბელემ ერთად ბევრი მატჩი ითამაშეს და ასე გააგრძელებენ. რაფინიას ბრწყინვალე სეზონი აქვს, მისი შედეგები საოცარია.
კრისტენსენი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია.
ახალი თაობა უფრო თავდაჯერებულია. ლამინემდე ეს პედრის, გავისა და ბალდეს შემთხვევაში დავინახეთ. ვფიქრობ, ჩემ დროს ახალგაზრდებს უფრო მეტი შიში ჰქონდათ და ნაკლებად გამბედავები იყვნენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 2 მაისი 2023 16:58
    0
    ციტატა: ოთიკო
    ვერ გავიგე რაფინიას "ბრწყინვალება"რაში გამოიხატება?

    21G/A რომ აქვს სადებიუტო სეზონში აი მაგაში. 11 ასისტი და მეტი პირველივე წელს მხოლოდ სუარესმა, ნეიმარმა და რაფინიამ მიითვალეს რაც ძალიან კარგი სტატისტიკაა... რავიცი ამ ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და ბოლო ოთხ თამაშში 3ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოლოს და ბოლოს.
    გულშემატკივარი [?]
    #7 2 მაისი 2023 16:05
    0
    სამი ქულა დადე ტრაბახავ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 მაისი 2023 14:57
    0
    ციტატა: isakichi
    რაფინია არი ფეხბურთელი,რომელიც ბრწყინავს და ანათებს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ

    ალბათ იმიტომ რო ჩრდილშია joy
    გულშემატკივარი [?]
    #5 2 მაისი 2023 00:14
    1
    შენ დროს ნაჯახები დარბოდნენ სათამაშო მოედანზე. 19 წლის მესის რას ურახუნებდნენ ეგ არაადამიანები.მაშინ უფრო უხეში იყო ფეხბურთი.
    Culé [?]
    #4 1 მაისი 2023 20:29
    0
    ამ საიტზე წერენ ლა ლიგამ ბარსას გეგმა არ მიიღოო მესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. არადა ჟერარ მორენო პირიქით წერს:

    ლა ლიგამ მიიღო "ბარსელონას" გეგმა, კლუბში ლიონელ მესის დასაბრუნებლად, იტყობინება ჟერარ მორენო.
    "ბარსა" ლეოს დაბალ ხელფასს შესთავაზებს, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 3-ჯერ ნაკლები იქნება..

    გაიგე ეხლა რომელია სიმართლე?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 მაისი 2023 16:11
    7
    ახალი თაობა უფრო თავდაჯერებულია. ლამინემდე ეს პედრის, გავისა და ბალდეს შემთხვევაში დავინახეთ. ვფიქრობ, ჩემ დროს ახალგაზრდებს უფრო მეტი შიში ჰქონდათ და ნაკლებად გამბედავები იყვნენ.
    ეს სიმართლეა, ახალგაზრდები ამ ასაკში ძალიან ბევრს აღწევენ, ჩავიც, ინიესტაც, ბუსკეტსიცდა მესიც კი 15-17 წლის ასაკში იქნებ ამათზე მაღალი დონისები იყვნენ, მაგრამ მოედანზე ასე სტაბილურად ძირითადის წევრები არ იყვნენ. შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ მათ დროს ძირითადში მართლაც უდიდესი პროფესიონალები იყვნენ. იმას რასაც გავი პედრი და ეხლა კიდევ იამალი მოედანზე ქმნიან იმის გამოც არის რო გუნდში ნამდვილი დიდი ფეხბურთელების დეფიციტია.
    Culé [?]
    #2 1 მაისი 2023 15:58
    4
    რაფინია არი ფეხბურთელი,რომელიც ბრწყინავს და ანათებს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ
    წევრი [?]
    #1 1 მაისი 2023 15:56
    2
    ვერ გავიგე რაფინიას "ბრწყინვალება"რაში გამოიხატება?