კრუიფი: "შემდეგ სეზონში "ბარსას" უფრო გაუჭირდება"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა, გააანალიზა ლა ლიგის მომდევნო სეზონი. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
"მფრინავი ჰოლანდიელის" თქმით, ბრძოლა "ლურჯ–ბროწეულისფერებსა" და მადრიდის "რეალს" შორის სახუმარო აღარ იქნება.
"რეალს" ძალიან ცოტა აკლია იქამდე, რომ გახდეს ჩამოყალიბებული გუნდი. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა მიმდინარე სეზონში მართლაც დიდი კვალი დატოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემდეგ სეზონშ ბევრად კარგად იასპარეზებენ. ისინი ყოველ მატჩში იზრდებიან და პროფესიონალებად ყალიბდებიან. ამ სეზონში ტიტულისთვის მხოლოდ "ბარსელონა" და "რეალი" იბრძოდნენ. მომდევნო სეზონშიც ვერავინ შეძლებს მათი ჰეგემონიის დარღვევას და სწორედ ეს ორი კლუბი დაიპყრობს მწვერვალებს". დაასრულა იოჰან კრუიფმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]