მატეუ ალემანის ლიონელ მესის დაბრუნება არ სურდა
დაახლოებით ერთი საათის წინ "ბარსელონამ" ძალიან მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა - სეზონის დასრულების შემდეგ მატეუ ალემანი კატალონიურ გრანდს დატოვებს.
როგორც აღმოჩნდა, ალემანის გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ "ასტონ ვილას" მიმზიდველი შემოთავაზება არაა - ტონი ხუანმარტის ცნობით, მას ლიონელ მესის "ბარსაში" დაბრუნება დიდად არ სურდა.
გარდა ამისა, იმავე წყაროს თანახმად, მატეუ სერხიო ბუსკეტსისთვისა და სერჟი რობერტოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივების მომხრე არ იყო, რადგან გეგმავდა, ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად დაყრდნობოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]