ანდრეს ინიესტამ გადაწყვიტა, 40 წლამდე ითამაშოს
როგორც ჩანს, ანდრეს ინიესტა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ჩქარობს.
Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, 40 წლამდე ითამაშოს, ოღონდ ჯერ უცნობია, "ვისელ კობეში" დარჩება თუ სხვა კლუბში გადავა.
წყაროს ცნობით, ინიესტას შემოთავაზებები საუდის არაბეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან აქვს და დიდი შანსია, იაპონია დატოვოს.
ანდრესი ამჟამად 38 წლისაა. მან "ბარსელონა" 2018 წელს დატოვა და მას შემდეგ "ვისელ კობეში" ასპარეზობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]