სოლდატი: ”სანჩესის შეძენასთან ყველაზე ახლოს ”ბარსელონაა”

სოლდატი: ”სანჩესის შეძენასთან ყველაზე ახლოს ”ბარსელონაა”

”უდენიზეს” პრეზიდენტმა, ფრანკო სოლდატიმ რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ალექსის სანჩესი ასპარეზობას ”ბარსელონაში” გააგრძელებს.

”ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტი ”ბარსელონაა”. ”იუვენტუსი” უკვე გეკხან ინლერის ტრანსფერზე მუშაობს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ რამდენიმე მოლაპარაკებას ერთდროულად ვაწარმოებთ. არცერთი მოლაპარაკების ჩაშლა არ გვიცდია, რადგან ბევრი კლუბია დაინტერესებული ჩვენი ფეხბურთელებით. პრესა მართალს საუბრობს, ყველაფერი ფინანსურ საკითხებზეა დამოკიდებული. სანჩესით ინგლისური კლუბები, ”მანჩესტერ იუნაიტედი” და ”მანჩესტერ სიტიც” არიან დაინტერესებულები. ისინი ”ბარსელონას” მსგავსად მთელი სეზონია მას აკვირდებიან. ამჟამად სანჩესისთვის ბრძოლაში კატალონიელები ფავორიტები არიან” - სოლდატის სიტყვებს ციტირებს ”Radio Sportiva”.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესის მიმართ ინტერესს იჩენენ ტურინის ”იუვენტუსი” და მილანის ”ინტერი”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.