რობერტ ლევანდოვსკი: ძალიან კარგი სეზონი მაქვს
გუშინ რობერტ ლევანდოვსკი Laureus-ის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა, რომელზეც ქველმოქმედებაში მონაწილეობისათვის სიკეთეში შეტანილი წვლილისათვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.
პოლონელმა ფეხბურთელმა დაჯილდოების ცერემონიაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
პირველი წელი "ბარსაში"? მე ძალიან კარგი სეზონი მაქვს, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ლა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს, ეს ტიტული კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გუნდი ჯერ კიდევ შენების პროცესშია, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.
გუნდის ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯერ დიდი ტიტული არ მოუგია, ლა ლიგის მოგება კი შესაძლოა მათი განვითარების გზაზე ახალი ეტაპი აღმოჩნდეს.
ძალიან ბედნიერი ვარ იმ მიმართულებით, რომლითაც კლუბი ვითარდება. პრობლემების მიუხედავად, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს. ახლა სწორ გზაზე ვდგავართ და, ვიმედოვნებ, უფრო მოვუმატებთ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩატარების ნაცვლად, სამი თვით გვიან რომ გვეთამაშა, უფრო მომზადებულები ვიქნებოდით. ამიტომ ბუნებრივად ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება.
ეს ტერ შტეგენის სეზონია. ფეხბურთი გუნდური სპორტია, მაგრამ მას ბევრი გამორჩეული ინდივიდუალური პერფორმანსი ჰქონდა. მის გამო ძალიიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, თუ რამდენს შრომობს ამის მისაღწევად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]