ჩავი: "მესი პელეზე, მარადონასა და კრუიფზე უკეთესია"

ჩავი: "მესი პელეზე, მარადონასა და კრუიფზე უკეთესია"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, თვლის, რომ დღევანდელი "ბარსელონა" ბოლო 20 წლის საუკეთესო გუნდია, ხოლო არგენტინელი ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

 

"დიახ, ადრე ნამდვილად ძლიერი გუნდები იყო: ბრაზილიის ნაკრები პელესთან ერთად, "აიაქსი" კრუიფთან და "მილანი" საკისთან, თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე, ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ". განაცხადა ჩავიმ. "მესი სჯობს პელესაც, მარადონასაც და კრუიფსაც, იგი უდიდესი როლს ასრულებს "ბლაუგრანას" წარმატებაში. მის გარეშე ყველაფერი გაცილებით რთული იქნებოდა".

 

ჩავიმ ასევე "ბარსას" შეადარა ის გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლგიაზე ასპარეზობდნენ: "ამ გათამაშებაში ყველაზე ძლიერი მეტოქე მადრიდის "რეალი" იყო. ეს არა იმიტომ, რომ ისინი საუცხოო ფეხბურთს თამაშობდნენ, არამედ იმიტომ, რომ მატჩს ანადგურებდნენ. მე "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის სტილი 1000–ჯერ მირჩევნია მადრიდელებისას. საინტერესოა რა ანგარიშით დავასრულებდით მადრიდის "რეალთან" მატჩს, თუ ისინი "ეშმაკუნებივით" ლამაზ სანახაობას შემოგვთავაზებდნენ". დაასრულა ჩავი ერნანდესმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.