”ლივერპული” კრკიჩისა და ჟეფრენის დუეტით ინტერესდება

”ლივერპული” კრკიჩისა და ჟეფრენის დუეტით ინტერესდება

ესპანური გამოცემა ”მარკა” იტყობინება, რომ ინგლისის ”ლივერპული” კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელების - ბოიან კრკიჩისა და სუარეს ხეფრენის მიმართ იჩენს ინტერესს.

”მერსისაიდელებმა” უნდა ისარგებლონ იმ ფაქტი, რომ ვერცერთი ხსენებული ფეხბურთელი ვერ ხვდება კატალონიური გრანდის ძირითად სასტარტო შემადგენლობაში. ინგლისელები მიიჩნევენ, რომ კრკიჩსა და ხეფრენს ძალუძთ საკმარისად გააძლიერონ გუნდის თავდასხმის ხაზი.

აღსანიშნავია, რომ ბოიან კრკიჩის მიმართ სხვა გუნდებიც გამოხატავენ ყურადღებას. ახალგაზრდა კატალონიელი კი აპირებს, რომ გადახედოს აღნიშნულ შემოთავაზებებს, ვინაიდან კატალონიურ გრანდში მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. კრკიჩის საბაზრო ფასი დაახლოებით 12 მილიონ ევროს შეადგენს. თავის მხრივ კლუბს დატოვებს ხეფრენიც, თუ მასში 10 მილიონ ევროს გადაიხდიან.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.