გვარდიოლას ტიაგოს გაყიდვა არ უნდა

გვარდიოლას ტიაგოს გაყიდვა არ უნდა

სესკ ფაბრეგასის ”არსენალიდან” გადმოყვანის ერთ-ერთ ოფციად, სატრანსფერო გარიგებაში ტიაგო ალკანტარას ჩართვა განიხილება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება პეპ გვარდიოლას სპორტულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ”ბლაუგრანას” მწვრთნელი კმაყოფილია ალკანტარას პროფესიული ზრდით და სურს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარი გუნდის რიგებში მომავალ სეზონშიც იხილოს.

გვარდიოლამ კარგად იცის, თუ რაოდენ რთული და დაძაბული იქნება მომდევნო სეზონი და შესაბამისად გუნდის გაძლიერებას გეგმავს, რომ წარმატებით გაუმკლავდეს ყველა მეტოქეს. ”ბარსელონას” სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შუა ხაზის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, გვარდიოლაც და ვილანოვაც მიიჩნევენ, რომ ფაბრეგასი და ალკანტარა ერთმანეთს არაჩვეულებრივად შეეწყობიან. ”არსენალელს” შეუძლია ადაპტირება შუა ხაზის ნებისმიერ წერტილში და თამაშის კონტროლი. მეორეს მხრივ, ანალოგიური თვისესბებით ტიაგოცაა დაჯილდოვებული. გვარდიოლას სამომავლო გეგმებში ფაბრეგასი ჩავის შემცვლელად განიხილება, ხოლო ალკანტარა ინიესტას როლს მოირგებს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.