მესი ბარსელონას შორდება და ინტერ მაიამის უახლოვდება

მესი ბარსელონას შორდება და ინტერ მაიამის უახლოვდება

ბოლო წუთებში გავრცელებული ცნობების თანახმად ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსები შემცირდა, ხოლო მისი "ინტერ მაიამიში" გადასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გუშინ ლა ლიგამ "ბარსელონას" ფინანსური გეგმა დაამტკიცა, მაგრამ სანამ კატალონიური კლუბი ლეო მესისთვის გარანტიების მიცემას შეძლებს, საჭიროა, "ბლაუგრანამ" ფეხბურთელები გაყიდოს, რაც ადვილი საქმე არაა, მესის კი გადაწყვეტილების მიღება ეჩქარება.

არგენტინელი ჟურნალისტის, ვერონიკა ბრუნატის ცნობით ბოლო საათებში "ინტერ მაიამის" მესისთან მოლაპარაკებებში დიდი წინსვლა აქვს. ამერიკულ კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

კატალონიელი ჟურნალისტი სებასტიან კადრელი მესის გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ის "ბარსელონას" შორდება. მიზეზი ისაა, რომ "ბარსას" არ შეუძლია, ლეოს გარანტია მისცეს, რომ მის ლა ლიგაში დარეგისტრირებას მოახერხებს. იმავე ჟურნალისტის ცნობით მესის საუდის არაბეთში გადასვლის შანსებიც მცირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 6 ივნისი 2023 16:31
    0
    ბიჭო ინტერ მაიამში გაასწორებს ბექჰემი ხოდზეა. სიმართლე ვთქვათ რაღა უნდა ბარსაში აწი მესიზე ხო არ ავაწყობთ თამაშს? ცოტა დაფიქრდით ან რომ არ წაუვიდეს თამაში ხალხმა უნდა აგინოს და დაანებეთ ამ კაცს თავი. როცა დრო იყო ბარსამ მას ყველაფერი მისცა და მანაც ბარსას ყველაფერი მოუტანა ხოლო დროა შეეხო რობერტო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ კლუბიდან კაპიტნის სამკლაური რომ იკეთებს გული არ გერევათ?
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #13 6 ივნისი 2023 16:20
    2
    რაიყოთ მაგის დედას შ* ვეცი უფასოდ მოდის და მაინც ვერ იმატებთ. ან რით ვეღარ გაა*მეინეთ ამ ძალით ფეხბურთელებს,.. ლაპორტა რაღაც ფეხს ითრევს, ბართომეუ მაგაში ჯობდა მაინც იმატებდა ხალხს :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 6 ივნისი 2023 15:55
    0
    არაბები პარიზში რო ელოდებოდნენ მესის, თურმე იმუქრებიან რო თუ კონტრაქტს არ დადებს, წინასწარი შეთანხმების, პირობებზე მას ჯარიმას დააკისრებენ. დაახლოებით 3 მილიონს.
    Culé [?]
    #11 6 ივნისი 2023 15:19
    3
    ან რა ინტერ მაიამი? აი რა ლოგიკით? მესის ნომერ პირველი პრიორიტეტია ბარსაში დაბრუნება, ნომერ მეორე-თუ ბარსაში ვერ დაბრუნდა ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ლიგაზეა და თუ ეს ორი არ იქნა ხელმისაწვდომი მერე წავა არაბეთში, რადგან მაგაზე მეტს ვერავინ უხდის. აი რაის ამერიკა? მეტ ფულს უხდიან? ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ თუ რა? რატომ გაიზარდა ინტერ მაიამის შანსი? რა ლოგიკით?შტეგენი, პავარი, არაუხო, კუნდე(კრისტიანსენი), ბალდე, პედრი, დე იონგი, ამრაბატი, მესი, ლევანდოვსკი, დემბელე>> ეს სასტავი გვეყოლება მომავალ წელს. მარცხენა ვინგერზე არ იოცნებოთ ტყუილად, არც კიმიხზე და არც სუბიმენდიზე. ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 ივნისი 2023 15:10
    2
    ესე მეც დავწერ სანამ ბარსა პროპლემებს აგვარებს მესი წნორის მილანს უახლოვდება გამოჩდა ფოტო სადაც მესის კახური ქუდი ეხურა
    Culé [?]
    #9 6 ივნისი 2023 15:09
    6
    ლაპორტაზე აფერისტი და მატყუარა ადამიანი ცოტა თუ მეგულება დედამიწაზე. რას ჰქვია გეგმა დაამტკიცა ლალიგამ, მაგრამ ფეხბურთელების გაყიდვა ადვილი საქმე არაა. მესის გაშვება თუ იყო ადვილი საქმე, ხარა-ხურა ფეხბურთელების გაშვებას რა უნდა? მაგრამ ეგაა, რომ მატყუარა აფერისტია!!!
    Culé [?]
    #8 6 ივნისი 2023 14:54
    1
    ეს ჟურნალისტი პირველად გავიგე, ინტრიგა დათესა რომ თავისი სახელი გამოაჩინოს 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 ივნისი 2023 14:49
    1
    ხვალ დაწერენ ეს ჭორი იყოო. მწერლებთან თხოვნაა, ნუ გამოაქვეყნებთ ყველა სისულელეს აქ, ხალხი ისედაც ნერვებზეა.
    Culé [?]
    #6 6 ივნისი 2023 14:01
    6
    წარმოიდგინეთ მესი ბარსას სავარჯიშო ფორმით რომ ვარჯიშობს და მოუთმენლად ველოდებით მის პირველ მატჩს დაბრუნების შემდეგ...რამხელა ბედნიერებაა დარწმუნებული ვარ მესის დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია და ხალხიც გაიყიდება.
    Culé [?]
    #5 6 ივნისი 2023 13:59
    5
    M10 S9 D11, წავიდა ტვინის ტყვნ... ვის რა უნდა იმას წერენ.კსიფობენ ხალხზე ეს თესლები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 ივნისი 2023 13:55
    8
    სისულელე მთელი ოჯახით იძახის მესი ბარსაში მინდაო რა ინტერ მაიამი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 ივნისი 2023 13:42
    11
    ინტერ მაიამი არა ჯეი ჯეი ოკოჩა კიდე)))
    გულშემატკივარი [?]
    #2 6 ივნისი 2023 13:42
    2
    რა ცოდოები ვართ ტო
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 ივნისი 2023 13:39
    6
    ტყუილად არ დაიჯეროთ ჯერ არაფერი სანამ რომანო ან რომერო არ დაწერს რამეს დანარჩენი თითქმის ყველა ტყუილი იქნება არსად დაწერილა ჯერ ამერიკაში წასვლაზე