ოფიციალურად: ფაბიო ბლანკო ვილიარეალში გადადის

ოფიციალურად: ფაბიო ბლანკო ვილიარეალში გადადის

ახალგაზრდა ესპანელი შემტევი ფაბიო ბლანკო "ბარსელონას" ტოვებს და "ვილიარეალში" გადადის. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

ბლანკო, რომელიც ამჟამად 19 წლისაა, "ბარსა ატლეტიკში" 2022 წლის იანვარში "აინტრახტიდან" ნახევარ მილიონ ევროდ გადავიდა. "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდში მან 38 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონას" განცხადებაში ტრანსფერის დეტალებზე არაფერია ნათქვამი. არაოფიციალური ინფორმაციით "ბლაუგრანა" დაახლოებით 700 ათას ევროს მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივნისი 2023 16:34
    0
    ციტატა: me da barca
    საღოლ 200 000 მოგება დაგვრჩა.

    მინუს ხელფასი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივნისი 2023 08:33
    0
    საღოლ 200 000 მოგება დაგვრჩა.