ნეიმარი მზადაა, ბარსელონაში დასაბრუნებლად ყველაფერი გაიღოს
Sport-ის ინფორმაციით, ნეიმარ ჟუნიორს "ბარსელონაში" დაბრუნება ძალიან სურს.
არცისე დიდი ხნის წინ ჩავი ერნანდესმა ბრაზილიელის თაობაზე განაცხადა, რომ ის კლუბის გეგმებში არ შედის და გავრცელებული ცნობებით გაკვირვებულია, მაგრამ ნეიმარს "ბარსაში" დაბრუნება იმდენად სურს, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს და ხელფასიც საგრძნობლად შეიმციროს.
BarçaTimes-ის ინფორმაციით, ნეიმარის ტრანსფერის შანსი მცირეა, მაგრამ ლეო მესის "ინტერ მაიამიში" გადასვლის შემდეგ "ბარსელონას" ბორდის ერთ-ერთი წევრი ბრაზილიელი ვარსკვლავის იჯარასთან დაკავშირებით "პარი სენ-ჟერმენს" დაუკავშირდა.
"ბარსას" სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ კლუბის ზოგიერთი წევრი ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგ არაა. კატალონიელებმა FFP-სთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ფეხბურთელები უნდა გაყიდონ, ამის შემდეგ კი "ბარსელონა", ნეიმართან დაახლოებული პირები და პსჟ ტრანსფერზე იმუშავებენ. თუმცა, იქამდე "ბლაუგრანას" საყრდენი ზონისა და სხვა პოზიციების გაძლიერება სურს.
"შესაძლოა, საგა კვლავ დაიწყოს", - იუწყება პირი, რომელიც როგორც "ბარსელონასთან", ისევე ნეიმართან ახლოსაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]