ბარსამ ვიტორ როკეს ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია - MD
"ბარსელონამ" ვიტორ როკეს ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია და ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტი კატალონიურ გუნდში თამაშს უკვე მომდევნო სეზონიდან დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როჟერ ტორელიო ავრცელებს.
წყაროს ცნობით "ბარსამ" "ატლეტიკო პარანაენსესთან" სრულ შეთანხმებას მიაღწია. კატალონიური გუნდი 35 მილიონ ევროს გადაიხდის, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული. ვიტორ როკე 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი მილიარდი ევრო იქნება.
18 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" მიმდინარე ზაფხულშივე გადმოვა და ის რობერტ ლევანდოვსკისც რეზერვისტი იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]