ინიგო მარტინესს ბარსელონაში ფოტოსესია ჰქონდა
გამოცდილი ბასკი ფეხბურთელის, ინიგო მარტინესის "ბარსელონაში" გადმოსვლის გაოფიციალურებას აღარაფერი აკლია.
ჟერარ რომეროს ცნობით 32 წლის ფეხბურთელი დღეს "ბლაუგრანას" ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც მას ფოტოსესია ჰქონდა.
მარტინესმა ასევე სამედიცინო შემოწმების ნაწილი გაიარა და მოინახულა ახალი თანაგუნდელი ალეხანდრო ბალდე, რომელიც მუხლის ტრავმას მკურნალობს.
ინიგო მარტინესი, რომელსაც "ბილბაოსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, "ბარსას" უფასოდ შემოუერთდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]