ვენგერმა ფაბრეგასი ”ბარსელონაში” გაუშვა
”არსენალმა” გადაწყვიტა აღარ შეაფერხოს გუნდის კაპიტანი, სესკ ფაბრეგასი, რომელსაც ”ბარსელონაში” დაბრუნება სურს.
ლონდონელების მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი დათანხმდა სესკის გაშვებას ერთი პირობით, თუკი ის არცერთ ინგლისურ კლუბში არ გადავა, გვამცნობს კატალონიური გამოცემა ”El Mundo Deportivo”. გასულ თვეში ვენგერი გვარწმუნებდა, რომ ფაბრეგასს ”ბარსელონაში” მიმდინარე ზაფხულსაც არ გაუშვებდა.
მეორე კატალონიურმა გამოცემა, ”Sport”-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”არსენალის” მესვეურები სესკის წასვლას გარდაუვლად მიიჩნევენ. მოსალოდნელია, რომ ხუთშაბათს იგლისური კლუბის წარმომადგენლები ესპანეთში ჩაფრინდებიან, რათა საკუთარი პირობები წამოაყენონ. ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ ლონდონელები ევრო 2008-ის და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს მოითხოვენ.
გასულ ზაფხულს ”ბარსელონა” ყველა გზით ცდილობდა ფაბრეგასის საკუთარ რიგებში დაბრუნებას, მაგრამ ”არსენალის” მესვეურებმა მოლაპარაკებათა მაგიდასათან დასხდომაზე უარი განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულსაც ფაბრეგასი ითხოვდა მის ”ბარსელონაში” გადასვლას.
”მე ”ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ. მე მისი ნაწილი ვარ, როგორც ჩემი ბაბუა, ბიძა და ბიძაშვილი. შეყვარებული ვარ ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურზე. მე კატალონიელი. ახლა ”არსენალის” კაპიტანი და ”კანონირი” ვარ და ზუსტად ამ კლუბში გავხდი როგორც პიროვნება, ისე ფეხბურთელი” - შარშან ზაფხულს საუბრობდა სესკი.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები ჯერ-ჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონას” აღზრდილი, სესკ ფაბრეგასი 2003 წელს, 16 წლის ასაკში ”არსენალში” გადავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]