ბოიანის აგენტი: ”ლუის ენრიკესთან ჩემი კლიენტის შესახებ არ მისაუბრია”
”ბარსელონას” 20 წლის თავდამსხმელის, ბოიან კრიკიჩის აგენტმა, ზორან ვეკიჩმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კლიენტი ”რომაში” გადადის.
”ამჟამად ვერ ვიტყვი, თუ რომელ კლუბში ითამაშებს ბოიანი მომავალ სეზონში. ვიცი რომ ”ბარსელონა” და ”უდინეზე” მოლაპარაკებას აწარმოებენ, თუმცა დეტალები არ ვიცი. რაც შეეხება ”რომას”, მე და ლუის ენრიკე უკვე 20 წელია მეგობრები ვართ, ბოლო დღეებში მასთან ჩემი კლიენტის შესახებ არ მისაუბრია, ასე რომ ეს ჭორია” - ბოიანის აგენტის სიტყვებს ”Vocegialorossa.it” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოიანის გადაბირება სურდა ”უდინეზეს” და ”რომას”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]