ილქაი გიუნდოგანი: ბარსელონაში გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა

ილქაი გიუნდოგანი: ბარსელონაში გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა

"ბარსელონას" ახალწვეული ილქაი გიუნდოგანი შვებულების დასრულების შემდეგ ბარსელონაში ჩავიდა, რათა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმოს და პრე-სეზონისთვის მომზადებას შეუდგეს.

32 წლის ფეხბურთელმა "ბარსას" მედიასთან ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა.

ეს ახდენილი ოცნებაა. მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვუყურებდი პეპის და რაიკაარდის "ბარსას". მას შემდეგ გუნდს მუდმივად თვალს ვადევნებდი. კლუბში გადმოსვლით თავს ძალიან ამაყად და ბედნიერად ვგრძნობ.

გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. შემადგენლობა ახალგაზრდულია და ვიმედოვნებ, საკუთარი გამოცდილებით მათ განვითარებაში დავეხმარები. საფუძველი და პოტენციალი არსებობს, რაც ახალ სეზონში უნდა ვაჩვენოთ - აქ სწორედ ამიტომ მოვედი.

გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები. ფეხბურთელები ინდივიდუალურები ვართ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებაა. 

ჩავისთან კარგი კავშირი მექნება. ვფიქრობ, ჩვენ ფეხბურთი ერთნაირად გვესმის. 

ყველაზე მოუთმენლად ლევანდოვსკისთან, პედრისა და ტერ შტეგენთან თამაშს ველოდები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 ივლისი 2023 00:04
    0
    ერთი თხოვნა მაქვს- არ გამოდებილდე!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ივლისი 2023 22:52
    0
    ლევანა შენი ძველი თანაგუნდელია, შტეგოც გასაგებია გერმანელია, მაგრამ პედრი არ ვიცი, ეტყობა ნახა რაღაცა საერთო, რადგან გამოყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ივლისი 2023 16:37
    2
    კაცმა ყველაფერი მოიგო წელს, რაც სიტის არასდროს მოუხდენია და მაინც ამ დაშლილ ბარსაში მოსვლა ეამაყება. ხელფასიც ნაკლები ალბათ ტიტულებიც, მაგრამ მაინც ბარსელონაშია და ამით ამაყობს!!!
    გულშემატკივარი [?]
    #2 16 ივლისი 2023 12:57
    2
    2 წელი მინიმუმ მაღალ დონეზე ითამაშებს.
    წევრი [?]
    #1 16 ივლისი 2023 01:03
    2
    ყველა როგორ ერთი ფრაზით ლაპარაკობს ხოლმე ეს კეთილძაღლები🤣