”არსენალი” ფაბრეგასში 40 მილიონ ევროს ითხოვს
ლონდონის ”არსენალის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი მზადაა სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყოს კატალონიის ”ბარსელონასთან”, იტყობინება Sport.es.
”მეთოფეები” ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელში ითხოვენ არანაკლებ 40 მილიონ ევროს, ხოლო კატალონიელები ამ მომენტში მზად არიან, რომ ინგლისელებს 30 მილიონი ევრო შესთავაზონ. გარდა ამისა, ”არსენალის” ხელმძღვანელობა ”ბარსელონას” მკაცრს პირობებს უყენებს - ისინი მთლიანი თანხის ერთიანად გადახდას ითხოვენ. ეს პირობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ”არსენალის” თავკაცს - არსენ ვენგერს მიმდინარე ზაფხულში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება სურს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელებსა და კატალონიელებს შორის მოლაპარაკება ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშრებითრამდენიმე წელია მიმდინარეობს. შარშან ”ბლაუგრანა” ”არსენალს” სესკში 40 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა მაშინ ლონდონელებმა კაპიტნის გაშვებისაგან თავი შეიკავეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]